logo
ENG



რუსების მიერ ხარკივის ოლქში დაბომბვას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 თვის ბავშვი

27 მაი 202209:34
3 წუთის საკითხავი
 

ხარკივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ოკუპანტების მიერ ქალაქის ცენტრთან მდებარე საცხოვრებელი უბნის დაბომბვას 9 ადამიანი, მათ შორის, 5 თვის ბავშვი ემსხვერპლა.

"დაღუპულთა შორისაა ოჯახი, რომელიც უბრალოდ ქუჩაში მიდიოდა - კაცს ხელში ეჭირა თავისი 5 თვის ბავშვი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბავშვის დედა მძიმედ არის დაჭრილი და ახლა საავადმყოფოშია", - თქვა ხელმძღვანელმა.

სინებუგოვის თქმით, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში საცხოვრებელ უბნებზე თავდასხმა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის დატერორების მიზნით ხდება.

ოფიციალური პირის თქმით, გარდაცვლილების გარდა, დაშავდა კიდევ 19 ადამიანი, მათ შორის 9 წლის ბავშვი.

"ამჟამად, ჩვენი შეიარაღებული ძალები მტკიცედ იკავებენ თავიანთ პოზიციებს და ხარკივის შესაძლო აღებაზე საკითხი არ დგას", - აღნიშნა ოლქის ხელმძღვანელმა.


close დახურვა