logo
ENG



რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანეს, დაშავდა 10 ადამიანი

19 ოქტ 202511:48
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/19/373fpia98o2mqr3.png

რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სინელნიკის რაიონის შახტარსკის თემში 10 ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელი, ვლადისლავ გაივანენკო ავრცელებს.

მისივე ცნობით, დაშავებულებიდან ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, თავდასხმის შედეგად სამსართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა, ნიკოლაევში კი ინფრასტრუქტურა დაზიანდა.


close დახურვა