რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმა საავიაციო ბომბებით მოხდა - ცნობილის, რომ სულ ოკუპანტებმა 13 ბომბი გამოიყენეს. ძირითადი სამიზნე რაიონული ცენტრის ადმინისტრაცია იყო.
რაც შეეხება დაშავებულებს, პოლიციის ცნობით, 3 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს - 1 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეს.
ერთ-ერთი ბომბი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ის ნაწილობრივ დაინგრა. ადგილზე ამ დრომდე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, 4 ბომბი ინფრასტრუქტურული ობიექტის გვერდით ჩამოვარდა. აფეთქების ტალღამ დააზიანა სახლები და სატრანსპორტო საშუალებები.