რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან უკრაინელების საბრძოლო მასალები ააფეთქეს.
ინფორმაციას ელექტროსადგურის პრესსამსახური ავრცელებს.
"ოკუპანტებმა საბრძოლო მასალების ნაწილი ააფეთქეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადრე სასწავლო ცენტრი მდებარეობდა. ისინი აპირებენ თავდასხმები გააგრძელონ ევროპის უდიდეს ბირთვულ ობიექტზე. აფეთქებისსას პერსონალმა სამუშაო ადგილი დატოვა", - ნათქვამია განცხადებაში.