logo
ENG



რუსებმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანეს - უკრაინის თავდაცვის ცნობით, ყველა რაკეტა ჩამოაგდეს

18 მაი 202309:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/18/s4oqpkkk2x44izo.jpg

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით უკრაინის დედაქალაქ კიევზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა და დრონი გაანადგურეს.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა კიევს შეუტია Tu-95MS, Tu-160 ბომბდამშენებით კასპიის რეგიონიდან, სავარაუდოდ X-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით.

უკრაინაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. მაუწყებელი განგაშის ხმა კიევის გარდა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ისმოდა.

აფეთქებები იყო ვინიცას, ხმელნიცკისა, ჟიტომირისა და კიევის ოლქებში.


close დახურვა