რუსეთის ძალებმა მიკოლაევის ოლქში საბავშვო ბაღის სამი მასწავლებელი მოკლეს.
ოკუპანტებმა მიკროავტობუსს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც მასწავლებლები და აღმზრდელები შიგნით იმყოფებოდნენ და ბაღის მიმართულებით მიდიოდნენ. თავდასხმის დროს კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა.
ოლქის საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, მიკროავტობუსი წითელი ძვრის ნიშნით იყო მარკირებული, თუმცა მას ცეცხლი მაინც გაუხსნეს. თავდასხმის შემდეგ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.