რუსმა სამხედროებმა დნიპროს მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის ოლქში, კახოვკის რაიონის ოკუპირებულ სოფელ გორნოსტაევკას ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი იაროსლავ იანუშევიჩი ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
"საშინელი ამბები გორნოსტაევკადან, კახოვკას რაიონიდან. რუსმა ოკუპანტებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა გრადიდან სოფელს ცეცხლი გაუხსნეს. ეს არაადამიანები მიზანმიმართულად ურტყამდნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მტრის დაბომბვის შედეგად ორი ქალი დაიღუპა და 10-მდე სახლი დაზიანდა", - ამბობს იანუშევიჩი.