logo
ENG



რუსებმა ქალაქი ახტირკა დაბომბეს, 1 ადამიანი დაიღუპა, 15 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა

24 მარ 202215:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/24/rz6sksjeuuin8vz.png

ქალაქ ახტირკის საჰაერო დაბომბვის შედეგად 15 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, 1 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსებმა საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული საბრძოლო იარაღი გამოიყენეს.

"დაინგრა და დაზიანდა სულ მცირე 15 საცხოვრებელი მრავალსართულიანი და კერძო სახლი, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე“, - ნათქვამია ანგარიშში.


close დახურვა