logo
ENG



რუსებმა ღამით სუმში სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ორი სარაკეტო იერიში მიიტანეს

13 მაი 202211:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/13/8xgm94g5pnacb3m.jpg

რუსულმა ძალებმა ღამით სუმის რაიონში ოჩკინოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ორი სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ოპერატიული სარდილობა ჩრდილოეთი ავრცელებს.

მათვე ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"დაახლოებით დილის 0:05 წუთზე რუსებმა ორი სარაკეტო იერიში მიიტანეს სუმის რაიონში ოჩკინოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. წინასწარი მონაცემებით, სასაზღვრო რაზმის პირად შემადგენლობაში მსხვერპლი არ არის"- აცხადებენ სარდლობაში.

 

close დახურვა