ერთ დღეში, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქს 39-ჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ინფორმაციას ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იაროსლავ იანუშევიჩი ავრცელებს.
"რუსმა ოკუპანტებმა რეგიონის ტერიტორია 39-ჯერ დაბომბეს. მტერი მშვიდობიან დასახლებებს არტილერიიდან, MLRS-დან, ნაღმმტყორცნებიდან და ტანკებიდან ესროდა", - განაცხადა მან.
იანუშევიჩის თქმით, რუსეთის ჯარმა ქალაქ ხერსონს 9-ჯერ ესროლა - ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნქტებს და საცხოვრებელ სახლებს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად ერთი მაშველი დაიღუპა, რეგიონის შვიდი მკვიდრი სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა“, - აღნიშნა მან.
რუსეთმა თავისივე დადებული ზავი დააღვია, რომლის ფარგლებშიც შობის დღეს ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო.