logo
ENG



რუსებმა ხარკივზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

13 ოქტ 202223:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/13/kezifk3728zljq8.jpg

რუსმა ოკუპანტებმა ხარკივზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ელექტროენერგია გაითიშა. ინფორმაციას ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

სინეგუბოვი მოსახლეობას მოუწოდებს თავშესაფრებში დარჩნენ და უსაფრთხო ადგილები არ დატოვონ. ხარკივში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. 

"მტერი რაკეტებს ესვრის ქალაქის ცენტრს. რაკეტა ესროლეს ხოლოდნოჰორსკის რაიონს. დაშავებული არავინაა. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომ ელექტროენერგიის აღდგენა მოხდეს. ყველას ვთხოვთ შეინარჩუნონ სიმშვიდე. ჯერ კიდევ ვადგენთ მორიგი რუსული ტერორის შედეგებს", - ამბობს სინეგუბოვი.


close დახურვა