![2022/12/15/dmlcfd75s7nfzf5.png](/uploads_script3/articles/2022/12/15/dmlcfd75s7nfzf5.png)
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონს ცეცხლი გაუხსნეს.
საჰაერო თავდასხმა ქალაქის ცენტრზე განხორციელდა. წინასწარი ცნობებით, თავდასხმის დროს სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინელი სამხედროების მიერ ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროს ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, რუსი სამხედროები დეოკუპირებული ტერიტორიის მუდმივ დაბომბვას ახორციელებენ. მხოლოდ 14 დეკემბერს რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე 86-ჯერ გაისროლეს არტილერიიდან, MLRS-დან, ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან.