logo
ENG



რუსეთთან დიალოგის პრაღის ფორმატი გაგრძელდება

02 ნოე 201909:57
3 წუთის საკითხავი
 
dn1hf50rvzrcc49.png

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს, რომ პრაღის ფორმატში რუსეთთან მოლაპარაკებებში კვლავ გრიგორი კარასინი მიიღებს მონაწილეობას. მარია ზახაროვამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს შეხვედრები ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გრიგორი კარასინი, რომელიც სერგეი ლავროვის მოადგილე იყო, სექტემბრიდან სენატორი გახდა. ის ზურაბ აბაშიძეს პრაღაში ბოლოს 13 ივნისს შეხვდა.

„როგორც იცით არაოფიციალური დიალოგის ეს მექანიზმი დაიწყო 2012 წელს ამ 7 წლის განმავლობაში, პრაღაში ბატონი კარასინისა და რუსეთთან საკითხებში საქართველოს პრემიერ- მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ბატონი აბაშიძის არაოფიციალურმა შეხვედრამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზების წინ წაწევაში. მოსკოვსა და თბილისს შორის არ არსებობს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ გვაქვს ჰუმანიტარული ტექნიკური სახის ურთიერთობები, ხალხს სულ უფრო მეტად უნდა, რომ ერთმანეთთან ჩავიდეს. რუსეთის ხელისუფლების დავალებით ბატონი კარასინი ამ ფორმატით ურთიერთობას გააგრძელებს. შემიძილია ისიც გითხრათ, რომ მომდევნო, რიგით 23-ე შეხვედრა პრაღაში დაგეგმილია ნოემბრის ბოლოს “, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

 


close დახურვა