logo
ENG



რუსეთთან დიალოგის პრაღის ფორმატი გრძელდება - სპეციალისტები ამ ფორმატს არ ემხრობიან

02 ნოე 201914:24
3 წუთის საკითხავი
 
8tpj0eyrz0joii4.jpg

რუსეთთან დიალოგის პრაღის ფორმატი გრძელდება. მოლაპარაკებების ამ ფორმატს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები არ ემხრობიან და მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მოლაპარაკებები გაცილებით ეფექტიანი იქნება.

სპეციალისტების შეფასებით, გრიგორი კარასინი აღარ არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და მხოლოდ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორია შესაბამისად, შეხვედრები გაიმართება კონკრეტული პიროვნებების და არა სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე.

"ეს შემდგომი დეინსტიტუციონალიზაცია. ეს ხომ რაღაც დაცინვა არის, არაინსტიტუციური ურთიერთობებია. ვფიქრობ, სერიოზული პრობლემა იყო ის, რომ აბაშიძე საგარეოს ნაწილი არ იყო, ახლა იმათაც გაიტანეს საგარეოდან და ვიღაცა სენატორი და ვიღაც ტიპი ასე ერთმანეთში ილაპარაკებენ. ეს არაეფექტურობას კიდევ უფრო გაზრდის. კარასინი იყო ადამიანი, რომელიც იყო დაკავებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქმეებით, მათი დამოუკიდებლობის განმტკიცებით და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია",  - განაცხადა ექსპერტმა დავით სიხარულიძემ.

სპეციალისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პირდაპირი დიალოგი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან საჭიროა და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრები ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მოტივით ტარდება, იქნება შესაძლებლობა, რომ მასზე უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელონ.

თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, დიპლომატიაში პირად ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აშკარაა, რომ რუსეთსაც უნდა ურთიერთობების დალაგება.

"დიპლომატიაში პირად ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აშკარაა, რომ მოსკოვსაც უნდა ურთიერთობების დალაგება და დაბრუნება ურთიერთობების იმ დონეზე, როგორც იყო 20 ივნისამდე. მართალია იქ პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხებზე არ საუბრობენ, მაგრამ რაღაც-რაღაცეები იქ ჩვენი მხრიდან მაინც დაიძრა. იგივე თუნდაც ორმხრივი ვაჭრობა და ავიამიმოსვლა სწორედ ამ ფორმატის გამო დაიძრა. 


close დახურვა