რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსმა სერგეი რუდსკოიმ თავდაცვის სამინისტროში ბრიფინგისას თქვა, რომ რუსული არმია "არ გეგმავდა" ალყაში მოქცეული უკრაინის ქალაქების შტურმს, მაგრამ აღიარებს ასეთ შესაძლებლობას.
"თავდაპირველად, ჩვენ არ ვგეგმავდით მათ შტურმს, რათა თავიდან აგვეცილებინა ნგრევა და მინიმუმამდე დაგვეყვანა პერსონალსა და სამოქალაქო პირების დანაკარგები.
მართალია ასეთ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ, თუმცა ცალკეული დაჯგუფებები წაყენებულ დავალებებს შეძლებისდაგვარად ასრულებენ, და საკმაოდ კარგად ასრულებენ, ჩვენი ძალა და ყველა შესაძლებლობა იქნება კონცენტრირებული მთავარზე - დონბასის სრულ გათავისუფლებაზე", - ციტირებენ რუსული სააგენტოები მას.
რუსეთის ჯარებმა მთლიანად ან ნაწილობრივ ალყა შემოარტყეს უკრაინის დიდ ქალაქებს - ხარკოვს, ჩერნიგოვს, სუმის, მარიუპოლს. ეს ქალაქები იბომბება, მაგრამ რუსეთის არმიამ ჯერ ვერ შეძლო მათი სრულად აღება.