logo
ENG



რუსეთი: ოპერაცია დასრულდება, როცა NATO რუსეთის დასაშინებლად უკრაინის გამოყენებას შეწყვეტს

21 აპრ 202209:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/21/mtxy2lwkwojx1fw.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ალექსეი პოლიშჩუკი აცხადებს, რომ უკრაინაში „მოსკოვის სამხედრო ოპერაცია“ მაშინ დასრულდება, როცა NATO რუსეთის დაშინების მიზნით უკრაინის ტერიტორიის გამოყენებას შეწყვეტს.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია როგორ უქმნის საფრთხეს NATO რუსეთს უკრაინიდან.

„სპეციალური სამხედრო ოპერაცია მაშინ დასრულდება, როცა მისი მიზნები შესრულდება. მათ შორისაა დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ისევე, როგორც რუსეთისთვის საფრთხეების შემცირება, რაც უკრაინის ტერიტორიიდან მოდის მას შემდეგ, რაც ის NATO-ს ქვეყნებმა დაიკავეს“, - განაცხადა პოლიშჩუკმა.

პოლიშჩუკმა აღნიშნა, რომ "ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის" და მისი აზრით უკრაინაში რუსეთის "ყველა მიზანი მიიღწევა".


close დახურვა