logo
ENG



რუსეთი: ჰუმანიტარული პაუზის საწყისი უკრაინის მიერ აზოვსტალზე თეთრი დროშის აღმართვა იქნება

22 აპრ 202219:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/22/wdzphr420exrval.jpg

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი, მიხაილ მიზინცევი აცხადებს, რომ მარიუპოლში ჰუმანიტარული შესვენების დასაწყისი აზოვსტალზე უკრაინის მხრიდან დანებების ნიშნად „თეთრი დროშების აღმართვა“ იქნება.

„ჰუმანიტარული პაუზის რეალური საწყისი იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ თეთრი დროშების აღმართვა მთელ პერიმეტრზე ან აზოვსტალის კონკრეტულ ადგილებში“, - განაცხადა მიზინცევმა.

რუსი გენერალი აცხადებს, რომ თუ აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის სიახლოვეს დროშებს იხილავენ, რუსეთისა და ე.წ დონეცკის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მყისიერად შეწყვეტენ თავდასხმებს და ადგილის უსაფრთხოდ დატოვებისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნიან.

 

close დახურვა