logo
ENG



რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო, 6-თან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღებაზე მუშაობს

15 თებ 202317:20
3 წუთის საკითხავი
 
რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო, 6-თან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღებაზე მუშაობს

რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის, ხოლო 6 ქვეყანასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ისაუბრა.

"ჩვენ ვმუშაობთ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე. ახლა უკვე დაგეგმილია სრულიად უვიზო მიმოსვლის გაფორმება თერთმეტამდე ქვეყანასთან, კიდევ ექვსთან, თუ არ ვცდები, მათ შორის ინდოეთთან, ინდონეზიასთან - გამარტივებული პირობები, ძალიან მარტივი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ელექტრონული ვიზების გაცემაზე შეზღუდვების მოხსნაზე უამრავ ქვეყანასთან ვმუშაობთ, 70-მდე ქვეყანაა, გარდა არამეგობრული ქვეყნებისა, რომლებმაც ჩვენთვის ვიზების გამარტივებული წესით გაცემა შეწყვიტეს", - განაცხადა მან.

ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთში ტურიზმზე გავლენას ახდენს არა სავიზო საკითხი, არამედ ლოგისტიკური შეზღუდვები. მისი თქმით, ლოგისტიკური საკითხები პირდაპირი ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილების გამო გართულებულია.

სახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი კონკრეტულად რომელ ქვეყნებთან განიხილავს რუსეთი სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ ცვლილებებს.


close დახურვა