logo
ENG



რუსეთი EU-ში და ჩრდილოეთ ამერიკაში წყალქვეშა ინფრასტრუქტურაზე იერიშს გეგმავს - NATO

04 მაი 202309:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/04/i7n0bf1sin8ry0b.png

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწე დევიდ კატლერი ამბობს, რომ რუსეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წყალქვეშა ინფრასტრუქტურაზე აშშ-სა და ევროპაში იერიშის მიტანას გეგმავს. კატლერის კომენტარს Bloomberg-ი ავრცელებს.

კატლერი ამბობს, რომ თავდასხმის განსახორციელებლად რუსეთის ხელმძღვანელობა ალიანსის წყალქვეშა სისტემას სწავლობს. როგორც კატლერმა აღნიშნა, რუსეთი ადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის რუკებს, როგორც ხმელეთზე, ისევე წყალქვეშ. მისივე თქმით, ასე რუსეთი ემზადება ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში წყალქვეშა ობიექტებზე თავდასხმისთვის. ოპერაციაში, კატლერის თქმით, სამხედროები და სპეცსამსახურები მონაწილეობენ.

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწე აღნიშნავს, რომ ზუსტად ასე აწარმოებს რუსეთი სამხედრო მოქმედებებს კონფლიქტის ადრეულ სტადიებზე - ცდილობს გაანადგუროს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. კატლერი ამბობს, რომ ასეთი ტაქტიკა რუსეთმა უკრაინის ომში გამოიყენა.

მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ საუბარია წყალქვეშა კაბელებზე, რომლებზეც ინტერნეტ-კომუნიკაციების 95% მოდის. ამ კაბელების მეშვეობით ყოველდღიურად 10 ტრილიონი დოლარის ოდენობის ტრანზაქციები ხორციელდება.


close დახურვა