logo
ENG



რუსეთი გახშირებული თავდასხმებით უკრაინის საჰაერო მარაგების ამოწურვას ცდილობს - პენტაგონი

19 ნოე 202217:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/19/7rwaysh2s65w20j.jpg
State Emergency Service of Ukraine

პენგატონის მაღალლჩინოსანი გამოცემა Reuters-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის გაძლიერებული სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე ნაწილობრივ უკრაინის საჰაერო თავდაცვის რესურსების ამოწურვას ემსახურება.

თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალის თქმით, მოსკოვს იმედი აქვს, რომ იმ შემთხვევაში თუ უკრაინას საჰაერო თავდაცვის მარაგები გამოელევა რუსეთის ძალები უკრაინის ცაზე უპირატესობის მოპოვებას შეძლებენ.

„ისინი ნამდვილად ცდილობენ გადატვირთონ და ამოწურონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ჩვენ ვიცით, რა არის გამარჯვების რუსეთისეული თეორია და ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ, რომ ეს ვერ იმუშავებს იმაში დარწმუნებით, რომ უკრაინელები იღებენ იმას, რაც სჭირდებათ საჰაერო თავდაცვის შესანარჩუნებლად“ - განაცხადა კოლინ კალმა.

 

close დახურვა