რუსეთის გეგმა დონბასის რეგიონზე კონტროლის დამყარებაზე გეგმას ჩამორჩება და ნელა მიიწევს წინ, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამსახურების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების ძლიერი წინააღმდეგობა და კიევის დაკავების მცდელობის ჩავარდნის შემდეგ რუსეთის სიფრთხილემ დონბასის რეგიონში ეს „ნელი და არათანაბარი პროგრესი“ მოიტანა.
პენტაგონს მიაჩნია, რომ რუსები მინიმუმ რამდენიმე დღით ჩამორჩებიან იმ პოზიციებს სადაც დაგეგმილი ჰქონდათ ყოფნა.
ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, რუსი სამხედროები უფრთხილდებიან მარაგებს, რათა ხანგრძლივი შეტევისთვის შესაბამისი პირობები შეიქმნან.
„ჩვენ გვჯერა, რომ მთავარი რასაც ისინი აკეთებენ იმ ხანგრძლივი და ფართო შეტევისთვის პირობების შექმნის გაგრძელებაა“, - აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, მოსკოვს უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ახლა ტაქტიკური ჯგუფების 92 ბატალიონი ჰყავს.