logo
ENG



რუსეთი ევროკავშირის ლიდერებს სანქციებს უწესებს და ქვეყანაში არ უშვებს

31 მარ 202220:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/31/qv56wet9q72b588.jpg

რუსეთმა ევროკავშირის ლიდერებს სანქციები დაუწესა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის მიერ მანამდე დაწესებულ სანქციებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ ლიდერები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ვეღარ შევლენ.

განცხადების თანახმად, სანქციები შეეხება ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობას, მათ შორის რიგ ევროკომისრებსა და ევროკავშირის სამხედრო სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ასევე ევროპარლამენტის დეპუტატების უმეტესობას, რომლებიც „ანტირუსულ პოლიტიკას ავითარებენ“.

"საპასუხო სიაში შეყვანილი არიან ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტების დეპუტატები და ხელისუფლების წარმომადგენლები, მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც ქმნიან რუსოფობიურ განწყობას. თავისი ქმედებებით ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობა არა მხოლოდ ჩიხში შეჰყავს, არამედ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. შესაბამისი ვერბალური ნოტა რუსეთში ევროკავშირის საელჩოს უკვე გადაეცა", - წერია განცხადებაში.


close დახურვა