logo
ENG



რუსეთი ევროპის საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

10 მარ 202212:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/10/sz1rqsytl00ssby.jpg

რუსეთი ევროპის საბჭოს (Сouncil of Europe) შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

სამინისტრო აცხადებს, რომ NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნები ევროპის საბჭოს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისა, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ორგანოა ძირს უთხრიან.

"ევროკავშირისა და NATO-ს სახელმწიფოები, რომლებიც რუსეთისადმი არამეგობრულები არიან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში აბსოლუტური უმრავლესობით არიან წარმოდგენილნი და ამეტებენ ძალაუფლებას - აგრძელებენ ევროპული საბჭოსა და ევროპაში ჰუმანიტარული და სამართლებრივი სივრცის განადგურებას.

მოვლენათა ამგვარი განვითარება შეუქცევადია. რუსეთს არ სურს ამ დამანგრეველი ქმედებებში მონაწილეობა, რომელიც კოლექტიური დასავლეთის მხრიდან, როგორც „კანონზე დაფუძნებული წესრიგით“ საერთაშორისო სამართლის გათელვას გულისხმობს.

რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას NATO-სა და ევროკავშირის მხრიდან წამოწყებულ ამ ცვლილებებში, რაც უძველესი ევროპული ორგანიზაციის დასავლეთის აღმატებულობისა და ნარცისიზმის კიდევ ერთ პლატფორმად გადაქცევას გულისხმობს.

შესაძლებლობას მივცემთ მათ, რუსეთის გარეშე ერთმანეთთან კონტაქტით ისიამოვნონ", - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 


close დახურვა