logo
ENG



რუსეთი ოკუპირებული რეგიონებისთვის საერთაშორისო პლატფორმებზე წვდომას კვლავ ითხოვს

12 დეკ 201907:52
3 წუთის საკითხავი
 
2kbob3j08fn8x4h.jpg

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს. რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსულმა მხარემ, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ერთად, აქცენტი გააკეთა ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადებაზე, ჟენევის დისკუსიების მონაწილეების მიერ მუშაობის განახლების აუცილებლობაზე. რუსეთმა კვლავ მოითხოვა ოკუპირებული რეგიონებისთვის საერთაშორისო პლატფორმებზე წვდომის უზრუნველყოფა. რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების მაგიდა დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხის წამოჭრის შემდეგ დატოვეს.  მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში, 2020 წლის 30 მარტს და პირველ აპრილს გაიმართება.

  

 

 


close დახურვა