logo
ENG



რუსეთი სალომე ზურაბიშვილისგან კვლავ ბოდიშის მოლოდინშია

16 ოქტ 201914:31
3 წუთის საკითხავი
 
vx14vvbtgj1o1ol.png

რუსეთის სათათბიროს სპიკერი სალომე ზურაბიშვილისგან კვლავ ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ვიაჩისლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი არასწორია.

"საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს ჩვენი ქვეყნისა და რუსეთის მოქალაქეების წინაშე, რადგან ამ სიტუაციაში სწორედ საქართველოს ხელისუფლება იყო პასუხისმგებელი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარებასა და მთელ იმ მოვლენებზე, რომელიც შემდგომში მოხდა,"- აცხადებს ვიაჩისლავ ვოლოდინი.

დუმის სპიკერის შეფასებით, როდესაც  სახელმწიფო მეთაურები ასე იქცევიან, ურთიერთობებზე ლაპარაკი შეუძლებელია.

ქართველ პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია იდენტურია. "ქართული ოცნების" ლიდერებიც და ოპოზიციაც თანხმდება, რომ ქართულმა მხარემ ბოდიში არ უნდა მოიხადოს. მათი თქმით, სწორედ რუსეთის ფედერაციას აქვს საქართველოს 20 % ოკუპირებული. თუმცა  განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" აკისრებს. მისი თქმით, საპარალამენტო უმრავლესობა კრემლის დავალებებს ასრულებს, რასაც გავრილოვის საქმეც ადასტურებს. ასევე ის ფაქტიც, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მალულად შეხვდა სერეგეი ლავროვს, რაც სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია. 

"ვერავინ ვერ უკარნახებს საქართველოს პრეზიდენტს, მითუმეტეს ქვეყნის გარედან და მითუმეტეს მტრულად განწყობილი სახელმწიფოებიდან, როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა გააკეთოს. საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა ის გაცხადება, რაც საჭიროდ ჩათვალა და უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებმა რუსეთიდან თავი შეიკავონ," - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ნინო გოგუაძე. 

ბოდიშის მოხდას უარყოფენ ოპოზიციაშიც. 

"მტრულ სახელმწიფოსთან გვაქვს ურთიერთობა. მათთვის ბოდიშის მოხდა, ჩემი აზრით, წარმოდუგენელია. მითუმეტეს სახელმწიფო მეთაურის მხირდან. აქ ანალიზი უდნა გავაკეთოთ, ეს არის პიროვნული რევერანსი თუ ამას მოითხოვენ როგორც საქართველოს პრეზიდენტისგან," განმარტავს მოძრაობა "ლელოს" წევრი ლევან ბოძაშვილი. 

"ნაციოანლური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძის თქმით, საქართველოს ხელსიფულება იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ რუსეთიც შესაბამისად ახდენს მასზე გავლენას. 

"რაც კი მოითხოვეს, ყველაფერი გაუვიდათ. გავრილოვის ყველა მოთხოვნა შეასრულეს. აგერ ლავროვი და ზალკალიანი ერთმაენთ შევხდნენ, რაც სამრცვხინოა. რუსეთმა ერთი რამ გაიგო, რომ საქართველოს ხელისუფლება იმდენა წყალწაღებულია, რომ ყველაფერი შესაძლებელია"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის სპიკერის ტქმით საქართველ-რუსეთს შორის ავიამიმოსვლა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბოდიშის მოხდის შემდეგ გახდება შესაძლებელი. ფრენები ორ ქვეყანას შორის მიმდინარე წლის 8 ივლისს შეწყდა.  


close დახურვა