რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს მუშაობას აჩერებს და ქვეყანაში გოეთეს სახელობის გერმანულ კულტურულ ცენტრებს ხურავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანიის გენერალურმა საკონსულომ საქმიანობა არაუგვიანეს 18 სექტემბრისა უნდა შეწყვიტოს, ხოლო მისი თანამშრომლები რუსეთიდან იმავე ვადაში უნდა გავიდნენ. გოეთეს ცენტრების მივლინებით ჩამოსულ თანამშრომლებს კი ქვეყნის დატოვება 13 სექტემბრამდე დაევალათ.
მოსკოვის განმარტებით, გადაწყვეტილება გერმანიის მიერ ბონში რუსეთის გენერალური საკონსულოსა და ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვას მოჰყვა.
გერმანიამ აღნიშნული გადაწყვეტილებები მას შემდეგ მიიღო, რაც ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი აღმოაჩინეს. ბერლინი ინციდენტზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, რასაც მოსკოვი უარყოფს.
