ფრანგულმა ინდუსტრიულმა ენერგეტიკულმა ჯგუფმა Engie განაცხადა, რომ რუსული გაზის კომპანია "გაზპრომი" საფრანგეთისთვის გაზის მიწოდებას შეამცირებს.
Engie-ს თქმით, მიწოდების შემცირება "კონტრაქტების გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის უთანხმოების გამო" მოხდა.
"ეს შემცირება არის გაზპრომის ქმედებების ლოგიკური გაგრძელება, რომელიც პატივს არ სცემს მის კონტრაქტებს და ამცირებს გაზის მიწოდებას მისი მომხმარებლების უმეტესობისთვის."- განუცხადა წყარს CNN-ს საფრანგეთის ენერგეტიკის სამინისტროდან.
Engie-მ ასევე თქვა, რომ ეს არ იმოქმედებს გაზის მიწოდებაზე.
კომპანიამ "უკვე უზრუნველყო საჭირო მოცულობები თავისი მომხმარებლებისთვის და საკუთარი საჭიროებებისთვის და განახორციელა მთელი რიგი ზომები, რათა მნიშვნელოვნად შემცირდეს პირდაპირი ფინანსური და ფიზიკური ზარალი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს "გაზპრომიდან" გაზის მიწოდების შეწყვეტას." - ნათქვამია განცხადებაში.