logo
ENG



რუსეთიდან პირდაპირი რეისით გამგზავრება მხოლოდ 19 ქვეყანაშია შესაძლებელი

15 ივნ 202214:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/15/ove319ppon9b94k.jpg

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის გარშემო ცა ბევრი მიმართულებით დაიკეტა. 

BBC-ის რუსული სამსახური წერს, რომ 2022 წლის ივნისის მდგომარეობით, რუსეთიდან პირდაპირი რეისით გამგზავრება შესაძლებელია მხოლოდ 19 ქვეყანაში: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ისრაელი, ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, კატარი, ყირგიზეთი, ჩინეთი, ლიბანი, არაბთან გაერთიანებული საამიროები, სერბეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი, უზბეკეთი. ომის დაწყებამდე პირდაპირი რეისით გამგზავრება შესაძლებელი იყო თითქმის 50 ქვეყანაში.

ფრენები შეზღუდული ქვეყნის შიგნითაც - ომის გამო სამ თვეზე მეტია რუსეთის სამხრეთით 11 აეროპორტი არ მუშაობს.

აშშ, კანადამ და ევროპის ქვეყნებმა, სერბეთის გამოკლებით, რუსულ თვითმფრინავებს თავის საჰაერო სივრცეში ყოფნა აუკრძალეს. ახლა რუსებს სხვადასხვა ქვეყანაში მგზავრობა გადაჯდომებით უწევთ. მთავარი სატრანსპორტო ჰაბი ამ კუთხით არის სტამბული. კიდევ ერთი "ფანჯარა" ევროპაში არის ბელგრადი. სერბეთი ევროპულ სანქციებს არ შეუერთდა და მისი თვითმფრინავები მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და სოჭში დაფრინავენ. ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც შესაძლებელია.

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის მონაცემებით, მაისის ბოლოსთვის ყველაზე მეტი საზაფხულო ტური გაიყიდა თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში, ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთსა და თვითონ რუსეთში.


close დახურვა