logo
ENG



რუსეთის აგენტი უკრაინელი მაღალჩინოსნების, მათ შორის რეზნიკოვის ლიკვიდირებას გეგმავდა

31 ოქტ 202217:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/31/z4uc39vrfzai79y.png

რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი უკრაინელი მაღალჩინოსნების, მათ შორის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის ლიკვიდირებას გეგმავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ლუჰანსკის მცხოვრებმა "დაავერბოვკა", რომელიც 2014 წლიდან უკრაინაში რუსეთის აგრესიის მხარდამჭერი იყო. ლუჰანსკის მცხოვრები პირადად მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში რუსეთის მხარეს და ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პოლიციის რიგებში ირიცხებოდა.

"მიმდინარე წლის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ის [ლუჰანსკის მკვიდრი] რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ გენშტაბთან თანამშრომლობა დაიწყო. დაახლოებით მაისის თვეში კაცმა რუსი კურატორებისგან მიიღო დავალება შეკვეთილი მკვლელობისთვის ორგანიზება გაეწია - საუბარი იყო ერთ-ერთი უკრაინული დანაყოფის ხელმძღვანელის მკვლელობაზე. ამისთვის, კაცი კონტაქტზე გავიდა კიევის ერთ-ერთ მკვიდრთან, რომელიც დავალების შესრულებაზე თანხმობა განაცხადა. რუსების მიერ გაცემულ დავალებაში შედიოდა ობიექტის თვალთვალი და მისი შემდგომი განეიტრალება ცეცხლსასროლი იარაღით.

ეს დავალება უნდა ყოფილიყო სატესტო და მოსამზადებელი, რადგან შემდგომში კაცს კიდევ რამდენიმე პოლიტიკური მკვლელობის დაკვეთები უნდა შეესრულებინა. სამიზნეები იყვნენ უკრაინელი პოლიტიკოსები, მათ შორის უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, "ეროვნული კორპუსის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც წარსულში აზოვის პოლკის ერთ-ერთი მეთაური იყო, ასევე მინისტრის მოადგილე და სხვები. თითოეული  მაღალჩინოსნის მკვლელობისთვის რუსი კურატორები 100 000 დოლარის ანაზღაურებას ჰპირდებოდნენ. დავერბოვკებული კაცი დაკავებულია. მას სახელმწიფო ღალატს, განზრახ მკვლელობის ორგანიზებას და ტერორისტულ ორგანიზაციებსა და ფორმირებებში ყოფნას ედავებიან", - წერია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

 


close დახურვა