უკრაინის პარლამენტის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის აგრესიას 176 ბავშვი ემსხვერპლა, 324 კი დაიჭრა.
უმაღლესი რადა აცხადებს, რომ ეს რიცხვები არაა საბოლოო და უკრაინა ცდილობს იმ ადგილებში სადაც მწვავე შეტაკებები მიმდინარეობს, ასევე დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაღუპულთა ზუსტი რიცხვის დადგენაზე მუშაობს.
„უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 176 ბავშვი დაიღუპა. 324-ზე მეტი დაშავდა“, - წერია რადას განცხადებაში.
❗As a result of the armed aggression of in #Ukraine, 176 children died. More than 324 were injured
These figures are not final, as work is underway to establish them in places of active attacks, in the temporarily occupied and liberated territories.#StopRussia #StopPutin pic.twitter.com/3hGoCKS3TN