რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 208 ბავშვი დაიღუპა, 386-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკში, კიევსა და ხარკივში.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვისა შედეგად დაზიანდა 1141 სასწავლო დაწესებულება, აქედან 99 მთლიანად განადგურდა.