logo
ENG



რუსეთის აგრესიას უკრაინაში 349 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

13 ივლ 202210:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/13/nqxj86pmt4gxv52.jpg

რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 349 ბავშვი დაიღუპა, 652-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის ოლქში დაზარალდა - 352 მათგანი, ხარკოვში - 190, კიევში - 116, ჩერნიგოვში - 68, ლუჰანსკში - 61, მიკოლაევში - 53, ხერსონში - 52, ზაპოროჟიეში - 31" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, მონაცემები საბოლოო არაა, რადგან არ მოიცავს მსხვერპლთა მონაცემებს იმ ადგილებიდან, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და იმ ტერიტორიებს, რომლებიც რუსეთის ძალების მიერ არის ოკუპირებული.


close დახურვა