რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მედიასაშუალებებმა ხელი მოაწერეს შეთანხმების გეგმას, რომელიც „ფეიკ-ნიუსის“ წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.
„ხშირად ვაწყდებით ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას და ამგვარ „ფეიკ-ნიუსებს“ უნდა ვებრძოლოთ,“ - აცხადებს ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოს დირექტორი კიმ ჩენ გუანგი.
რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტი აცხადებდა, რომ რუსული მედია ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელი პირების პრინციპულ პოზიციებს ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე უთანხმოების შესახებ ობიექტურად და სამართლიანად აშუქებდა.