logo
ENG



რუსეთის დაზვერვა: საფრანგეთი უკრაინაში განლაგებისთვის 2 000 ჯარისკაცს ამზადებს

28 ოქტ 202514:04
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/28/zxmn9btks53zgch.png

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ მაკრონის მითითებით, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინაში განლაგებისთვის 2000 ჯარისკაცს ამზადებს. მათივე ინფორმაციით, ისინი ამჟამად პოლონეთის იმ რაიონებში არიან განლაგებულნი, რომლებიც უკრაინას ესაზღვრებიან და ჯარების ცენტრალურ უკრაინაში გადაყვანა უახლოეს დღეებში იგეგმება.

"საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც პოლიტიკოსად წარუმატებელი აღმოჩნდა, არ კარგავს იმედს, რომ სამხედრო ლიდერის რანგში ისტორიაში მოხვდება და უკრაინაში სამხედრო ინტერვენციაზე ოცნებობს", - წერია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) პრეს-ბიუროს განცხადებაში.

SVR-მა განცხადებაში აღნიშნა, რომ მაკრონი ცნობილია ნაპოლეონის „დაფნებზე“ ოცნებით. მათივე თქმით საფრანგეთის ლიდერმა ისტორია „სამარცხვინოდ ცუდად“ შეისწავლა და დაავიწყდა, როგორ დასრულდა ნაპოლეონის კამპანია რუსეთის წინააღმდეგ.

"მაკრონს უნდა სცოდნოდა ცნობილი რუსი ისტორიკოსის, ვ. კლიუჩევსკის სიტყვები: „ისტორია არაფერს ასწავლის, მხოლოდ სჯის მისი გაკვეთილების იგნორირებისთვის", - ერს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური.


close დახურვა