logo
ENG



რუსეთის დახმარების მოლოდინში - უკვე მე-5 დღეა ოკუპირებულ აფხაზეთში ტყის ძლიერი ხანძარია

14 ნოე 201909:06
3 წუთის საკითხავი
 
kqxctsakokfpucw.png

უკვე მეხუთე დღეა ოკუპირებულ აფხაზეთში ტყის ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს სოფელ ფსხუ-ს მახლობლად კვირას გაუჩნდა. ხანძარი მაღალმთიანი ადგილებში გავრცელდა, ცეცხლის ჩაქრობა კი მხოლოდ სპეციალური თვითმფრინავების დახმარებით არის შესაძლებელი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ  დახმარების მოთხოვნით რუსეთს 4 დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი მოთხოვნაზე ამ დრომდე არ მიუღია. 11 ნოემბრის მონაცემებით დამწვარია 200-ს ჰექტატრამდე ტყის მასივი. ოკუპირებულ სოხუმში სტიქიის შესახებ ახალი ინფორმაცია არ აქვთ. 


close დახურვა