რუსეთის დელეგაცია თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.
ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
"რუსეთი მონაწილეობას მიიღებს ამ კომიტეტის სხდომაზე. თუმცა ვინ ჩავა ჩვენი მხრიდან ჯერ უცნობია", - განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ, რომ 14-15 მაისს თბილისში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი.