რუსეთის დელეგაციაც ამბობს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია. მანამდე შეხვედრაზე განცხადება უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ გააკეთა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი აცხადებს, რომ შეხვედრის შესაძლებლობა დღევანდელი "შინაარსიანი საუბრის" შემდეგ გაჩნდა.
"დღევანდელი შინაარსიანი საუბრის შემდეგ შევთანხმდით და ვთავაზობთ გამოსავალს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოების მეთაურების შეხვედრა შესაძლებელია საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელშეკრულების პარაფირებასთან ერთად", - თქვა მედინსკიმ.
არახამიამ კი განაცხადა, რომ პრეზიდენტების შეხვედრისთვის საკმარისი მასალა არსებობს.
სტამბოლში მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები დაასახელა.