რუსეთის დუმის დეპუტატი აირატ ხაირულინი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს რომ დეპუტატი მის პირად ვერტმფრენში იმყოფებოდა.
ავიაკატასტროფის დროს კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. ისინი მძიმე ტრავმებით კლინიკაში არიან გადაყვანილი.
რუსული მედიის ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე, სულ სამი ადამიანი იმყოფებოდა.