logo
ENG



რუსეთის დუმის დეპუტატს, ლეონიდ კალაშნიკოვს კორონავირუსი დაუდგინდა

25 აპრ 202018:13
3 წუთის საკითხავი
 
trxr3350x0bawwl.png

რუსეთის დუმის დეპუტატს, ლეონიდ კალაშნიკოვს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, დეპუტატს ასევე ორმხრივი პნევმონია აქვს. 

"მძღოლისგან გადამედო, რომელსაც ვირუსი წინა კვირას დაუდასტურდა. ახლა საავადმყოფოში ვარ და ვმკურნალობ. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მანამდე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, ამიტომ კომპიუტერული ტომოგრაფია გადამიღეს", - აღნიშნა კალაშნიკოვმა. 


close დახურვა