logo
ENG



რუსეთის ელჩისთვის საღებავის შესხმის გამო რუსეთი პოლონეთისგან ბოდიშს მოითხოვს

11 მაი 202218:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/11/uelqn6ao5cexlmw.jpg

ვარშავაში რუსეთის ელჩისთვის საღებავის შესხმის გამო რუსეთი პოლონეთისგან ბოდიშს მოითხოვს. 11 მაისს ამასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის, კშიშტოფ კრაევსკი დაიბარეს.

რუსეთის საგარეო უწყება ამასთან მოითხოვს, ელჩისთვისა და დიპლომატიური კორპუსის ყველა თანამშრომლისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მათ ვარშავა ვენის კონვენციის დარღვევაშიც დაადანაშაულეს, კერძოდ, რომ არ იყო უზრუნველყოფილი რუსი დიპლომატების ხელშეუხებლობა.

9 მაისს რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს ვარშავაში, საბჭოთა ჯარისკაცების საფლავზე მისვლისას წითელი საღებავი შეასხეს და საცვალი სახეში ესროლეს. 


close დახურვა