მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილეს - ტიმურ ივანოვს 23 ივნისამდე წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება ავრცელებს.
მათი ცნობით, გამოძიება ივანოვის დაკავებას ითხოვდა.
ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ტიმურ ივანოვის დაკავების შესახებ 23 აპრილს განაცხადა. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის (დაახლოებით ერთი მილიონი რუბლი) ქრთამად აღება ედება.
უცნობია, როდის დააკავეს ივანოვი, თუმცა როგორც გამოცემა RBC იუწყება, 23 აპრილის შუადღეს იგი თავდაცვის სამინისტროს სხდომას დაესწრო.