logo
ENG



რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 8 რეგიონის თავზე 117 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

14 აგვ 202410:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/14/4qltbiynylbui4l.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რვა რეგიონის თავზე 117 უკრაინული დრონი, ასევე 4 ტაქტიკური რაკეტა ჩამოაგდეს.

განცხადების თანახმად, 37 დრონი ჩამოგდებულია კურსკისა და ვორონეჟის ოლქებში. ამასთან, კურსკის თავზე 4 რაკეტა ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქში 17 დრონი მოიგერიეს, ნიჟეგოროდის ოლქში - 11, ვოლგოროდის ოლქში - 9, ბრიანსკის ოლქში - 3, ორლოვის ოლქში - 2, როსტოვის ოლქში - 1.

უწყება არ ასახელებს სამიზნეებს, რომელთაც უკრაინული დრონები უტევდნენ.

14 აგვისტოდან რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

გლადკოვი ამის მიზეზად უკიდურესად "დაძაბულ ვითარებას" ასახელებს.

ის ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობა რეგიონულ დონეზე გამოცხადდა, თუმცა მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის ფედერალურ დონეზე გამოცხადებისთვის მიმართავენ რუსეთის სამთავრობო კომისიას.

10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა ძალებმა  რუსეთში, ბელგოროდის ოლქის სოფელი პოროზი დაიკავეს.


close დახურვა