logo
ENG



რუსეთის კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა სტატისტიკას უჩვეულო და გაუგებარია - WHO

11 ივნ 202010:09
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთში კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა სტატისტიკას უჩვეულოდ და გაუგებრად მიიჩნევს.    

ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, უჩვეულოა, რომ დადასტურებულ პაციენტებთან შედარებით დაღუპულთა რიცხვი ასეთი დაბალია და რუსეთს კორონავირუსით გარდაცვლილთა იდენტიფიცირების მეთოდების გადახედვას ურჩევს.  

რუსეთი მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვით მეოთხე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით თითქმის 500 ათასია. დაღუპულთა რაოდენობა კი 6 358-ს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ის შედეგად რუსეთში 216 ადამიანი დაიღუპა. 


close დახურვა