რუსეთის მტკიცებით, ბუჩაში ჩადენილი ომის დანაშაულების მტკიცებულებები გაყალბებულია.
რუსეთის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, ანდრეი კლეინმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ რუს ჯარისკაცებს მოქალაქეები არ დაუხოცავთ.
მისი მტკიცებით, ბუჩას მერმაც თქვა, რომ როცა რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქი დატოვეს, "ყველაფერი სუფთა იყო. არაფერი ხდებოდა, ქუჩაში ცხედრები არ ეყარა".
რუსეთს კიევთან ახლოს მდებარე ქალაქი ბუჩა ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა დაკავებული. მას შემდეგ, რაც რუსებმა ქალაქი დატოვეს და ადგილზე უკრაინული მხარე შევიდა, აღმოჩნდა, რომ დამპყრობლებმა დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები. მათ ქუჩაში ესროდნენ. იპოვეს ცხედრები, რომლებსაც ხელები ჰქონდათ შეკრული და ზურგიდან იყვნენ დახვრეტილები.
ბუჩაში აღმოაჩინეს მასობრივი სახლები. გაძარცულია სახლები. ქალები ყვებიან, რომ მათ რუსი ჯარისკაცები აუპატიურებდნენ.
არსებობს ამის ამსახველი ფოტომასალა, ასევე, დრონით გადაღებული კადრები, რომლებშიც ქუჩაში დახოცილი ცხედრები ჩანს.
თუმცა, რუსეთი მტკიცებულებების არსებობას უარყოფს და ირწმუნება, რომ მათ ჯარისკაცებს დანაშაულები არ ჩაუდენიათ.
"ჩვენი აზრით, მტკიცებულებები გაყალბებულია. ეს მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით ხდება". - აცხადებს ანდრეი კლეინი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსი ჯარიკაცები ხოცავენ რიგით მოქალაქეებს. მოკლულია 240-ზე მეტი ბავშვი. დაშავდა 400-ზე მეტი. ლტოლვილად იქცა 10 მილიონზე მეტი ადამიანი.
- წაიკითხეთ - რუსეთის სისასტიკე უკრაინაში
- ნახეთ - რუსების მიერ დახოცილი ასობით ადამიანი უკრაინაში