logo
ENG



რუსეთის პატრიარქი: უფალი დაგვეხმაროს, რომ ამ რთულ დროს ხელისუფლების გარშემო გავერთიანდეთ

10 აპრ 202218:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/10/a3d4ugh5k8mzrkj.jpg

რუსეთის პატრიარქმა კირილმა უკრაინაში ომის პარალელურად რუს მოქალაქეებს ხელისუფლების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა.

"დაე, უფალი დაგვეხმაროს, რომ ამ მამულისთვის რთულ დროს, გავერთიანდეთ, მათ შორის ხელისუფლების გარშემო. დაე, ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით, თავმდაბლობითა და მზადყოფნით აღსავსე იყოს, იმ შემთხვევაშიც თუ ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდება... ჭეშმარიტი გაერთიანების შემდეგ გაჩნდება ნამდვილი სოლიდარობა და როგორც გარე, ისე შიდა მტრის მოგერიების უნარი", - განაცხადა კირილმა საკვირაო ქადაგებისას.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პატრიარქი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინაში შეიჭრას მხარს უჭერს.


close დახურვა