logo
ENG



რუსეთის პატრიარქმა მრევლს მოუწოდა ტაძრებში სიარულისგან თავი შეიკავონ და სახლში ილოცონ

29 მარ 202016:58
3 წუთის საკითხავი
 
ct3d8ecpwmcs9ge.jpg

რუსეთის პატრიარქმა კირილმა მრევლს მოუწოდა ტაძრებში სიარულისგან თავი შეიკავონ, - ამის შესახებ ინფორმაციას Meduza.io ავრცელებს. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, რუსმა პატრიარქმა მრევლს სახლში ლოცვა ურჩია. 

"თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან. ამას არასდროს ვიტყოდი, რომ არა წმინდა მაგალითი მარიამ ეგვიპტელისა, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ტაძარში სიარულის გარეშეც შესაძლოა გადარჩენა", - განაცხადა კირილმა საკვირაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ. 

მან ასევე მრევლს მოუწოდა ჰიგიენის ნორმები დაიცვან. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 1264 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 5 ადამიანი გარდაიცვალა. 


close დახურვა