logo
ENG



რუსეთის პირველი არხის ყოფილმა თანამშრომელმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა

11 თებ 202314:45
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის პირველი არხის ყოფილმა თანამშრომელმა, მარინა ოვსიანიკოვამ პარიზში წიგნის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრების გარეშე ოფისში გაიმართა, რომელიც მას რუსეთიდან ევროპაში გაქცევაში დაეხმარა.

წიგნი "სიკეთესა და ბოროტებას შორის. საბოლოოდ როგორ გამოვედი კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ" გერმანულ ენაზე გამოიცა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის ერთი თვის თავზე, რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია პირველი არხის პირდაპირ ეთერში მარინა ოვსიანიკოვამ საპროტესტო აქცია მოაწყო. იმ დროს, როდესაც საინფორმაციო გამოშვების წამყვანი შესავალ ტექსტს კითხულობდა, ოვსიანიკოვა მის უკან დადგა ბანერით ხელში: "No war. შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ გატყუებენ. Russians against war".

ჟურნალისტი დააკავეს და ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს. ზაფხულში მის წინააღმდეგ რუსული არმიის მიმართ საქმე აღძრეს პიკეტის გამო, სადაც მას ომის საწინააღმდეგო ბანერი ეჭირა. სასამართლომ მას შინაპატიმრობა შეუფარდა.

ოქტომბერში ოვსიანიკოვას ყოფილმა ქმარმა განაცხადა, რომ ის 11 წლის ქალიშვილთან ერთად შინაპატიმრობიდან გაიქცა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტი ძებნაში გამოაცხადა.


close დახურვა