Reuters-ის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე, დღეს, რუსეთის პრემიერმინისტრი, მიხეილ მიშუსტინი თეირანში ჩავა და ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდება.
კრემლის ცნობით, შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში რუსეთ-ირანის თანამშრომლობის სრული დიაპაზონის განხილვაა დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, მოსკოვმა ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლაზე ისრაელის თავდასხმები დაგმო.
დასავლეთი თეირანს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებს, განსაკუთრებით - დრონების, რომელსაც რუსეთი უკრაინაში წარმოებულ ომში იყენებს. ირანი ბრალდებას უარყოფს.