logo
ENG



რუსეთის პროკურატურა კიდევ ერთ საქმეზე ნავალნის მიმართ $12 000-იან ჯარიმას ითხოვს

16 თებ 202113:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/16/90u4z2vzgixokpi.png

რუსეთის გენერალური პროკურატურა პუტინის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნისთვის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის შეურაცხყოფის ბრალდებით 12 962 დოლარის ჯარიმის მისჯას ითხოვს - ნავალნი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 

ნავალნის 3 წლით პატიმრობა მიმდინარე თვეში, პრობაციის პირობების დარღვევის ბრალდებით მიესაჯა, საერთაშორისო საზოგადოება რუსი ოპოზიციონერის დაპატიმრებას მწვავე კრიტიკით შეხვდა. 

თავად ნავალნი მიიჩნევს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდება კრემლმა ამჯერად მისი რეპუტაციის შელახვის მიზნით წამოაყენა.  საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. 


close დახურვა