logo
ENG



რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევა დაფიქსირდა, დროებით დაკეტეს ყაზანის აეროპორტი

10 ივნ 202413:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/10/br9b8o3kxy7vdgc.jpg

რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა დაფიქსირდა. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობითუსაფრთხოების მიზნით ყაზანის აეროპორტი დროებით დაკეტეს.

ყაზანზე დრონებით იერიშის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა ამ ზომას, როგორც წესი, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის საფრთხის გამო მიმართავენ.

ყაზანის აეროპორტმა განაცხადა, რომ ფრენები ალტერნატიულ აეროდრომებზე ულიანოვსკში, სამარაში, ჩებოქსარიში, უფასა და მოსკოვში გადამისამართდა.

ბოლო კვირების განმავლობაში, აეროპორტი რეგულარულად იხურება დრონების თავდასხმების საფრთხის გამო. ბოლოს ყაზანის აეროპორტი 3 ივნისს დაიხურა.

კურსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსეი სმირონვის მიერ ტელეგრამ არხზე დღეს, 10 ივნისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია 8 უკრაინული დრონი. 

უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიების შესახებ იუწყება ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ ბოგომაზიც. მისი მტკიცებით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა.

უკრაინის თავდაცვის ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებად გამოცხადებული აქვთ სამხედრო ობიექტები, სამხედრო მრეწველობის საწარმოები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.

 

close დახურვა